ნოდარ ხადური თურქეთის ელჩს საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თურქეთის ელჩს საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, საბაჟო სფეროში.
ფინანსთა მინისტრმა თურქეთის ელჩს თურქეთის ვაჭრობისა და საბაჟო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომლებზეც გადაწყდა, რომ პირველ აპრილს 24-საათიანი დატვირთვით ამოქმედდება კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტი, რომლის მშენებლობას საფუძველი 2013 წლის ნოემბერში ჩაეყარა, ხოლო ფუნქციონირება გასული წლის ნოემბერში დაიწყო.
მხარეებმა ასევე, ისაუბრეს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის შემდეგაც გამშვები პუნქტის მუშაობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
თურქულმა მხარემ საქართველოს მთავრობას საბაჟო და საგადასახადო სისტემის ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები