ტიმოშენკო სატელეფონო საუბარში რუსების დახვრეტისკენ მოუწოდებს
18 მარტს ქსელში სატელეფონო საუბარი დაფიქსირდა, სადაც ქალი და მამაკაცი ყირიმის მოვლენებზე საუბრობენ. ქალი, რომლის ხმაც ძალიან ჰგავს უკრაინის ექსპრემიერის ტიმოშენკოს ხმას, ნანობს, რომ ყირიმში არ იმყოფება, და აცხადებს, რომ ,,საჭიროა იარაღი ავიღოთ და ჩავხოცოთ ეს ნაძირალები“. მასალის ავტორი ამტკიცებს, რომ ტიმოშენკო საუბრობს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილ მოადგილესთან ნესტორ შუფრიჩთან. ყირიმის მოვლენების მიმოხილვისას ქალი აცხადებს, რომ ,,თავადაც მზად არის, ავტომატი აიღოს“. ,,ეს უკვე ყველანაირ საზღვარს სცილდება, საჭიროა ავიღოთ იარაღი და ჩავხოცოთ ეს ნაძირალები მათი ხელმძღვანელობის ჩათვლით. სამწუხაროა, რომ მე ახლა იქ ყოფნა არ შემიძლია. ვერ მიიღებდნენ ყირიმს, იქ რომ ვყოფილიყავი“,- აცხადებს ქალი. თანამოსაუბრე ეთანხმება, თუმცა დასძენს, რომ ,,ძალის პოტენციალი მათ არ გააჩნდათ“.
,,მე გამოვნახავდი ძალას, როგორ უნდა ჩამეხოცა ისინი, – აცხადებს ქალი – ვიმედოვნებ, რომ ჩავრთავ მთელს ჩემს კავშირებს და ფეხზე დავაყენებ მთელს მსოფლიოს, რომ რუსეთიდან გადამწვარი მინდვრებიც კი არ დარჩეს“. კითხვაზე, რა უნდა ვუყოთ უკრაინაში მცხოვრებ რუსებს, ქალი პასუხობს: ,,ისინი ავტომატის ჯერით უნდა ჩაიხოცონ“.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა. მას სახელმწიფო გადატრიალების ნიშნები ახასიათებდა. უმაღლესმა რადამ პრეზიდენტი იანუკოვიჩი გადააყენა, შეცვალა კონსტიტუცია და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ალექსანდრე ტურჩინოვს დააკისრა, რომელიც იულია ტიმოშენკოს თანამებრძოლი იყო. საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს დაინიშნა. მოსკოვი ფიქრობს, რომ უმაღლესი რადას ლეგიტიმურობა საეჭვოა. სამშაბათს, პუტინის გამოსვლის შემდეგ, რუსეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყირიმის და ქალაქ სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. რუსეთის კონსტიტუციურმა სასამართლომ ერთხმად აღიარა შეთანხმების კანონიერება. პარასკევს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ყირიმის და სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. ასევე ხელი მოაწერა ბრძანებას, ყირიმის ფედერალური ოლქის დაარსების შესახებ.