რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

  რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირველი შეხვედრა გამართეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ამ დრომდე ოფიციალური მოსკოვი უკრაინის ახალ ხელისუფლებას არ აღიარებდა, თუმცა, როგორც ლავროვმა განაცხადა, უმაღლესი რადას მიერ დანიშნულ მინისტრთა კაბინეტთან ურთიერთობის დამყარება მას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაავალა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში სიტუაციის დარეგულირება ფართომასშტაბიანი კონსტიტუციური რეფორმების გატარების გარეშე შეუძლებელი იქნება, ამის შესახებ ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ანდრეი დეშიცასთან შეხვედრისას ისაუბრა. რუსი მინისტრი უკრაინაში კონსტიტუციური შესწორებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფის შექმნას მიესალმება. „ეს უკრაინისა და ევროკავშირის საქმეა. თუ მათ ასე გადაწყვიტეს, დაე ასე იყოს. მხოლოდ, გასაკვირია ის, რომ ხელის მოწერა მოხდა იმ პერიოდში, როდესაც უკრაინის ხელისუფლება ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა“, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები