დისკუსია თემაზე: ორჰან ფამუქის რომანები

  მწერალთა სახლში შეხვედრები ახალი ციკლიდან ”დისკუსიები თანამედროვე რომანზე“ გრძელდება. ამ ციკლის მეორე შეხვედრა 27 მარტს, 19 საათზე გაიმართება და საუბრის თემა ამჯერად ორჰან ფამუქის რომანები იქნება. დისკუსიის სტუმრები იქნებიან: პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურის კრიტიკოსი გიორგი ლობჟანიძე, მწერალი და მთარგმნელი ირმა ტაველიძე და მწერალი ლაშა ბუღაძე. შეხვედრის მოდერატორია მთარგმნელი და დრამატურგი დავით გაბუნია. ამ შეხვედრების მიზანია, თანამედროვე ქართული და უცხოური რომანების სხვა კუთხიდან დანახვა და გაანალიზება, საუბარი მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე, დასმული პრობლემების გაზიარება და კრიტიკული დისკუსიის გამართვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები