აშშ- ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი
25 მარტს, 16 საათზე, კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მარგიშვილი და აშშ- ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი საქართველოში სტივენ ჰეიკინი ხელს მოაწერენ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს. ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება არის სტრუქტურირებული და ინტეგრირებული პროცესების ერთობლიობა, რომლის მიზანია, პარტნიორი ორგანიზაციების შესწავლა და მათი ფუნქციონირების ძირითადი ხარვეზების დადგენა და აღმოფხვრა. „HICD“-ის მოდელი ორგანიზაციული კვლევისა და ანალიზის თანამედროვე მეთოდებს ეფუძნება და ორგანიზაციის შესაძლებლობების განვითარების ციკლის მონიტორინგისა და შეფასების სისტემებს იყენებს.