ჯო ბაიდენი რუსეთს მოუწოდებს, ნადეჟდა სავჩენკო გაანთავისუფლოს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთში უკანონოდ დაკავებულ უკრაინელ მფრინავთან, ნადეჟდა სავჩენკოსთან დაკავშირებით ოფიციალურ მიმართვას ავრცელებს. ის მოუწოდებს რუსეთს, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთოს და უკრაინელი მფრინავი პატიმრობიდან გაანთავისუფლოს. აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქის გვერდზეც განთავსდა. „მოვუწოდებთ რუსეთს, გააკეთოს სწორი არჩევანი – ნადია სავჩენკოს მოუხსნას ყველა ბრალდება და სასწრაფოდ გაათავისუფლოს ის. ნადია იმსახურებს შინ, საკუთარ ოჯახში და მეგობრებთან დაბრუნებას და რადის სხვა დეპუტატებთან ერთად, ახალი უკრაინის ფორმირების პროცესში ჩართვას“, – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.