ტიუმენში „ბიონგი“ დაჯდა, რომელსაც ერთი შასი ჰქონდა დაზიანებული

რუსეთის ქალაქ ტიუმენში „ბოინგ-737“ დაჯდა, რომელსაც ბორბალი ჰქონდა მოწყვეტილი. ავარიული დაფრენის დროს ბორტზე მყოფთა შორის არავინ დაშავებულა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ტიუმენის აეროპორტიდან აფრენის დროს ასაფრენ ბილიკზე ერთ-ერთი ლაინერის ბორბალი აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მიღებული იყო ტიუმენის აეროპორტში თვითმფრინავის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება. „ბოინგ-737“-ის ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები