იერუსალიმში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს

იერუსალიმში სამგზავრო ავტობუსს ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ The Jerusalem Post იუწყება. მგზავრების ცნობით, მათ ორი მამაკაცი დაინახეს, რომლებიც ავტობუსს მანქანით მიუახლოვდნენ და მას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. თავდამსხმელები მას შემდეგ მიიმალნენ, რაც იქვე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა მათ სანადირო თოფით საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელების დევნის ოპერაციის შედეგად მათი ლიკვიდაცია მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები