ეროვნული ბანკის პროგნოზით, შესაძლებელია, ინფლაციამ 2016 წლის დასაწყისში მცირედით გადააჭარბოს 5 პროცენტს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი დღეს გადაწყვეტს, გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომა მიმდინარე წლის 3 თებერვალს გაიმართა, სადაც რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ჯერჯერობით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 8.0 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის პროგნოზის თანახმად, შესაძლებელია, რომ ინფლაციამ 2016 წლის დასაწყისში მცირედით გადააჭარბებს 5 პროცენტს, ხოლო შემდეგ ჩამოსცდება 5- პროცენტიან მაჩვენებელს, თუმცა კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები