„მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლების 60% პროცენტი თავის დროზე ნარკოტიკების მოხმარებას მარიხუანით იწყებდა“

„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მარიხუანას დეკრიმინალიზიაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუ ადამიანი საფრთხეს არ უქმნის საზოგადოებას, მარიხუანის მიღების გამო სასჯელაღსრულების სისტემაში მოხვედრას არ იმსახურებს, თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს საკითხი საზოგადოების დაკვეთა სულაც არ არის.
კილაძის თქმით, ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ახორციელებენ ამ მიმართულების ლობირებას, პირველ ეტაპზე სწორედ საზოგადოებრივი აზრის კვლევას უნდა ახორციელებდნენ. სპეციალისტის განმარტებით, მსოფლიოში არსებული საერთო სტატისტიკური სურათი გვაჩვენებს, რომ მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლების 60% პროცენტი თავის დროზე ნარკოტიკების მოხმარებას მარიხუანით იწყებდა.
„თუ ადამიანი საფრთხეს არ უქმნის საზოგადოებას, მარიხუანის მიღების გამო სასჯელაღსრულების სისტემაში მოხვედრას არ იმსახურებს. სასჯელაღსრუების სისტემა მას ვერ გამოასწორებს. დღევანდელი კანონმდებლობა ამ კუთხით გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს, თუმცა ამაზე სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ.
რაც შეეხება მოვლენების ხელოვნურ ფორსირებას, მე მიმაჩნია, რომ ეს არის პროცესი, რომელიც სკულპუროზურად არის დასათვლელი მისი რისკების კუთხით, რას მოიტანს დღეს ჩვენს საზოგადოებაში, ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია. მე არ მგონია, რომ დღეს საზოგადოება ამას მოითხოვდეს. მიმაჩნია, რომ სწორედ ის ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ახორციელებენ ამ მიმართულების ლობირებას, პირველ ეტაპზე სწორედ საზოგადოებრივი აზრის კვლევას უნდა ახორციელებდნენ. მსოფლიოში არსებული საერთო სტატისტიკური სურათი გვაჩვენებს, რომ მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლების 60% პროცენტი თავის დროზე ნარკოტიკების მოხმარებას მარიხუანით იწყებდა და ამის შემდეგომ გადავიდა უფრო მძიმე ნარკოტიკზე“, – განაცხადა ლაშა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები