ფრედერიკ ბეგბედერი თბილისში 11 მარტს იქნება

თანამედროვეობის ერთ-ერთი აღიარებული მწერალი, ბესტსელერ „99 ფრანკის“ ავტორი ფრედერიკ ბეგბედერი, ჟურნალ „12“-ის მოწვევით, თბილისში ჩამოდის. მასთან მოლაპარაკებები ახალი ნომრის რედაქტორმა, ოლგა ბაბლუანმა აწარმოა. ბეგბედერი თბილისში 11 მარტს ჩამოფრინდება და იმავე დღეს მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
15:30 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ მწერალი მკითხველს შეხვდება. ის თავისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს გაესაუბრება და შეკითხვებზე უპასუხებს, ბეგბედერი ავტოგრაფებსაც დაარიგებს. საღამოს, 18:00 საათზე კი ფრდერიკ ბეგბედერი ქართველ გამომცემლებსა და მწერლებს მწერალთა სახლში შეხვდება. 12 მარტს, 17:00 საათზე, კინო „ამირანში“ შედგება ბეგბედერის ფილმის – „სიყვარული ცოცხლობს სამი წელი“ ჩვენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები