გივი მიქანაძე ახალქალაქისა და ნინოწმინდის სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები და სამომავლო გეგმები გააცნო.

„ყურადღება გამახვილდა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაზე. მინისტრის თქმით, რეფორმის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობელთა აზრისა და პოზიციების გათვალისწინება, რათა განათლების სისტემა მაქსიმალურად იყოს მორგებული თითოეული მოქალაქის საჭიროებებზე.

„საუბარი შეეხო სასკოლო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას, სახელმძღვანელოების განახლებას, სასკოლო ფორმებს და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის დელეგატი სამველ მანუკიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები