ირანული რიალი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

ირანის ეროვნული ვალუტა, ირანული რიალი, რეკორდულად გაუფასურდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. საერთაშორისო მედიის ცნობით, შავი ბაზრის კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება დაახლოებით 1.8 მილიონ რიალს გაუტოლდა.

ირანის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, წლიური ინფლაცია, რომელიც ომამდე 40 პროცენტს აღემატებოდა, 4 აპრილის მდგომარეობით 50 პროცენტამდე გაიზარდა.

მიმდინარე ვარდნა უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისს, მაღალი ინფლაციის დონეს და საგარეო ფაქტორებს, მათ შორის აშშ-ის სანქციებსა და რეგიონში არსებულ დაძაბულობას.

ანალიტიკოსების შეფასებით, უცხოურ ვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნა და ბაზარზე უნდობლობა კიდევ უფრო აძლიერებს რიალის გაუფასურების ტენდენციას.

ექსპერტების თქმით, არსებული ვითარება მნიშვნელოვნად აძვირებს იმპორტირებულ პროდუქციას და ზრდის ფასებს ქვეყნის შიდა ბაზარზე, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები