ეკა სეფაშვილი – ოპოზიციის გასვლით შეხვედრებზე: ოპოზიციაში ეშინიათ მოსახლეობასთან პირისპირ კომუნიკაციის, რაც იმას მოწმობს, რომ ისინი ვიღაცის დასანახად და რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ე.წ. შეხვედრებს

„რადიკალებს სურთ დამკვეთებს აჩვენონ – დავალება შევასრულეთ, ხალხში გავედით“, – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ოპოზიციის შეხვედრებსა და სოციალურ ქსელებში ერთმანეთის მიმართ გამოქვეყნებულ ბრალდებებს.

ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია მხოლოდ დამკვეთების დავალებებს ასრულებს, რადგან მოსახლეობასთან შეხვედრების და საზოგადოებასთან ურთიერთობის რესურსი მას არ გააჩნია. მისი თქმით, რადიკალები მხოლოდ დამკვეთების წინაშე ანგარიშგებით არიან დაკავებულები.

„როგორც ჩანს, ოპოზიციაში წინასწარ არჩევენ კომუნიკაციის საშუალებებს, რადგან ეშინიათ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრების. ეს მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ისინი ვიღაცის დასანახად და რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ამ ე.წ. შეხვედრებს. ამ შეხვედრებს გამიზნულად ვუწოდებ ეგრეთ წოდებულს, რადგან ისინი, როგორც ჩანს, რაღაც ანგარიშგების მიზნით ეწყობა. რადიკალებს სურთ, რომ დამკვეთებს აჩვენონ – დავალება შევასრულეთ, ხალხში გავედით“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები