პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს საიდ ალ-ჰაჯერის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, რომელიც აქტიურად ვითარდება. ხაზგასმით აღინიშნა გასულ წელს არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის ვიზიტის მნიშვნელობა ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავებაში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობას, ასევე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო რეჟიმისა და ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი სტიმულირებისთვის. ხაზგასმით აღინიშნა Eagle Hills-ის 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ ზრდას.