უნგრეთი უკრაინაში მცხოვრები უნგრელებისთვის მეტი უფლებების უზრუნველყოფას ითხოვს – “ბლუმბერგი”

უნგრეთის პოლიტიკური ლიდერი პეტერ მადიერი აცხადებს, რომ უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობისთვის დამატებითი უფლებების უზრუნველყოფა აუცილებელია, სანამ ბუდაპეშტი კიევის ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესს სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს,- ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.

როგორც წყარო მადიერზე დაყრდნობით აცხადებს, საუბარია ისეთი საკითხების გაძლიერებაზე, როგორიცაა მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და ადგილობრივი თემის უფლებრივი გარანტიები.

გამოცემის ცნობით, ბუდაპეშტი ამ საკითხს პოლიტიკურ კონტექსტშიც განიხილავს და მას უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან აკავშირებს.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ ევროკაშირი ზეწოლას ახდენს მადიარზე, უარი თქვას უნგრეთის მომავალი მთავრობის მიდგომაზე, რომელიც უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყებას ეწინააღმდეგება.

მედიის თანახმად, უკრაინის დასავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით ტრანსკარპატიაში, ათიათასობით ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს. აღნიშნული საკითხი წლებია დაძაბულობის წყაროა კიევსა და ბუდაპეშტს შორის, მათ შორის განათლებისა და ენობრივი პოლიტიკის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები