გია ვოლსკი კაკო ბობოხიძეზე: გამოდის აჭარხლებული, როგორც სჩვევია… სულ მეშინია, წნევამ არ აუწიოს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თეა წულუკიანისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ აკაკი ბობოხიძეს შორის არსებულ დაპირისპირებას შეეხო. ვოლსკის შეფასებით, ბობოხიძის ბრალდება იუსტიციის მინისტრის მიმართ სრულიად უსაფუძვლო იყო.
„წინა საპარლამენტო სხდომაზე გამოდის აჭარხლებული კაკო ბობოხიძე, როგორც მას სჩვევია, სულ მეშინია, წნევამ არ აუწიოს და ამბობს, რომ დიდ ჯიხაიშში ააშენა სახლი წულუკიანმა და ეს „საშინელი ქალი“ მუშებს ხელფასებს არ უხდის. გამოირკვა, რომ 300 ათასამდე აქვს გადარიცხული და დარჩენილი აქვს 20 ათასამდე, ისიც იმიტომ, რომ შიდა სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის. არაფერი ხდება და მაინც ამას დიდი შეტევა მიეძღვნა, ამხელა უზნეობას ვერ წარმოვიდგენდი. ეს, სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს სჩვევიათ“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები