უნიკალური ნუმიზმატური საგანძური საჯაროა

პირველად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი მუდმივმოქმედ გამოფენას ,,ნუმიზმატიკური საგანძურს“ წარმოადგენს.
ნუმიზმატიკური საგანძურის ექსპოზიცია საზოგადოებას აცნობს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის ხანგრძლივ ისტორიას ძვ.წ. VI საუკუნიდან 1834 წლამდე. ნუმიზმატიკური კაბინეტი საქართველოში პირველად ეროვნული მუზეუმის ეგიდით სვანეთის მუზეუმში 2013 წელს გაიხსნა.
ამჯერად კი საზოგადოებას, ასეთი ფართო მასშტაბით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცულ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნუმიზმატიკურ კოლექციას პირველად წარუდგენს.
გამოფენაზე წარმოდგენილია 3,500-მდე მონეტა. მათ შორისაა კოლხური თეთრის იშვიათი ნიმუშები, კოლხეთის მეფის, აკეს სტატერი, ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სტატერების ადგილობრივი მინაბაძები, რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის დენარებისა და რომაული საიმპერატორო აურეუსების იბერიული იმიტაციები. დამთვალიერებელი ასევე პირველად იხილავს ქართულ-სასანურ იშვიათ დრამებს, ჯაფარიანების თბილურ დირჰემებს, პირველი ბაგრატიონების ბიზანტიურტიტულიან ვერცხლის ქართულ საფასეებს, დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტას, რუსუდან დედოფლის უნიკალურ დრამას, გიორგი IV ლაშას უნიკალურ სპილენძის მონეტას, ყვარყვარე ათაბაგის, იმერეთის, ქართლ-კახეთის მეფეების მონეტებს და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები