იუსტიციის სამინისტროსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
იუსტიციის სამინისტროსა და კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლას შორის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მოაწერეს, დასაქმება-სტაჟირების მიმართულებით სამართლის სკოლის სტუდენტთა ხელშეწყობას ითვალისწინებს. მინისტრი უნივერსიტეტის მმართველი სხდომის საბჭოს წევრებსაც შეხვდა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.