„არ მესმის, რატომ არ უნდა ვკითხოთ ივანიშვილს აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით“

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკიმ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციის ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ივანიშვილი კოალიციაში ანგარიშგასაწევი და გამორჩეული ფიგურაა. დეპუტატისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰკითხონ კოალიციის წევრებმა აზრი ყოფილ პრემიერს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
„ბიძინა ივანიშვილთან საუბარი ბევრ თემასთან დაკავშირებით მქონდა. მასთან ადამიანურ ურთიერთობას ვერავინ დაგვიშლის. ჩამოყალიბდა პოლიტიკური ოჯახი, რომელშიც ივანიშვილი ანგარიშგასაწევი ფიგურაა. ივანიშვილი გამორჩეულია. მე არ მესმის, რატომ არ უნდა ვკითხოთ ივანიშვილს აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კოალიციის პოლიტსაბჭო მიიღებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები