მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 9 მარტს მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ასევე მოეწყობა მხატვრის ახალი კატალოგის და სახელობის ფონდის “ბიზონი” პრეზენტაცია. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის შემოქმედება 1985-დან 2006 წლამდე, საქართველოსა და საზღვარგარეთის კერძო კოლექციებიდან, სავარაუდოდ 200-ზე მეტი ნამუშევარი; ასევე ფოტო და საარქივო დოკუმენტები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებისთვის მომზადდა და გამოიცა მხატვრის ნამუშევრების ახალი, მესამე კატალოგი. გამოფენაზე, კატალოგის გარდა, წარმოდგენილი იქნება და გაიყიდება მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების მიხედვით შესრულებული სხვადასხვა პროდუქცია. გამოფენა გაგრძელდება 2016 წლის 3 აპრილამდე. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით პროექტს წარმოადგენს „ბაია გალერეა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები