ბესარიონ აბაშიძე, გაეროს გარემოსდაცვით პროგრამის და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე, გაეროს გარემოსდაცვით პროგრამის (UNEF) და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRL) წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მსოფლიო გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტი – Global Forest Watch 2.0 განიხილეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ პროექტის შემუშავება 2013 წელს, გაეროს გარემოსდაცვით პროგრამის (UNEF) და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRL) წარმომადგენლებთან ერთად დაიწყო.
პროექტის მიზანია GFW2.0 ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოში, რომელიც მიმართულია გაუდაბნოების, ტყისა და მიწის დეგრადაციის, ასევე უკანონო ჭრების შემცირებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვისაკენ.
შეხვედრაზე პროექტის განმახორციელებელმა ჯგუფმა სამუშაო გეგმა წარმოადგინეს, რომელსაც სამთავრობო, არასამთავრობო და სამეცნიერო დაწესებულების წარმომადგნელები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები