გია ვოლსკი მიესალმება ინიციატივას, რომლის თანახმადაც ოჯახი მხოლოდ ქალისა და კაცის ერთობაა

“ქართული ოცნების”პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირდა იმ ინიციატივას, რომლის თანახმადაც ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობა უნდა იყოს. აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგი მხოლოდ “რესპუბლიკელები” იყვნენ.
უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიესალმება ინიციატივას და აცხადებს, რომ კოალიციის ერთობა არა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით უნდა შემოიფარგლებოდეს.
მისი განმარტებით, კოალიცია ერთიანი ძალებით უნდა გავიდეს არჩევნებზეც.
“პრემიერ-მინისტრი როგორც კოალიციის ლიდერი აგრძელებს კონსულტაციებს ყველა მხარესთან და ვფიქრობ, რომ ჩვენი კოალიციის ერთობა არა მხოლოდ პოლიტ საბჭოთი არამედ განწყობითაც და პათოსითაც უნდა დავადასტუროთ.საბოლოო ორიენტირი გაკეთებულია არჩევნებზე, სადაც კოალიცია უნდა გავიდეს ერთიანი ძალებით”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები