“კოალიციის პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა ინიციატივას, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.
როგორც მთავრობის მეთაურმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. აღნიშნულ საკითხს ეწინააღმდეგება “რესპუბლიკური პარტია”, თუმცა მათი საწინააღმდეგო პოზიცია ეხება არა საკითხის შინაარსს, არამედ მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს.
“კოალიცია “ქართული ოცნების” დღევანდელი სხდომის განხილულ საკითხთა შორის უმთავრესი იყო ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის სამოქალაქო კოდექსში არსებული განმარტების საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას გულისხმობს. პოლიტსაბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების დაწყებას მხარი დაუჭირა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კოალიცია წინააღმდეგია ყოველგვარი დისკრიმინაციის და ეს შესაბამისი კანონმდებლობით უკვე გამყარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები