მიხეილ ჯანელიძე ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გამართა.