„შეიძლება, გარკვეულ ადამიანებს სხვა დამოკიდებულება ჰქონდეთ ჩემ მიმართ, ეს მათი უფლებაა“

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ის ყველას ენერგეტიკის მინისტრია. ამის შესახებ მან რუსთავში მდებარე ნათურის მწარმოებელ კომპანია AGMicroeletronics-ის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
კალაძემ ქართული LED ნათურის შემქმნელის მიერ ერთ-ერთ სტატიაში გამოთქმულ მოსაზრება შეაფასა, რომლის მიხედვითაც „საკუთარ კარში გატანილი მესამე გოლის“ შიში გახდა ნათურის შექმნის მიზეზი.
ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი პიროვნების მიმართ არსებული დამოკიდებულება მეასეხარისხოვანია.
„შეიძლება, გარკვეულ ადამიანებს სხვა დამოკიდებულება ჰქონდეთ ჩემს მიმართ, ეს მათი უფლებაა. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, მე ყველას ენერგეტიკის მინისტრი ვარ. შესაძლოა, ვიღაცას მოსწონდეს კალაძე, ვიღაცას – არა. ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. მაქსიმალურად, მხარში დავუდგები საწარმოს, რათა განვითარდნენ, რადგანაც ისინი ქვეყნისთვის და დარგისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები