ნოდარ ხადური მოკლე ვადაში ლარის კურსის დასტაბილურებას, საშუალოვადიან პერიოდში კი, გამყარებას ელოდება

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარის კურსის დასტაბილურებას ის მოკლევადიან პერიოდში ელოდება, გამყარებას კი – საშუალოვადიან პერიოდში.

„თქვენ ხედავთ, რომ რეგიონის ქვეყნებში არის ადგილობრივი ვალუტების გამყარება, ნავთობის ფასების მერყეობაც აღარ არის ძალიან დიდი”, – განაცხადა ხადურმა. ხადურმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი “ლარის კურსზე დაწოლას” არ ახდენს.

,,როგორც დაგპირდით, ვასრულებთ ჩვენს სიტყვას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი კურსზე დაწოლას არ ახორციელებს. ველოდებით, რომ კურსი დასტაბილურდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში გამყარდება”, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები