ფლორენციაში საერთაშორისო ვორკშოფი გაიმართება

ფლორენციაში, 6 – 13 მარტს საერთაშორისო ვორკშოფი – “ქალაქის იდენტობის და კულტურის კვლევა: ისტორიული ურბანული ქსოვილი და თანამედროვე გარემო” გაიმართება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით პროექტში მონაწილეობას ქართველი სტუდენტები მიიღებენ. მათივე ინფორმაციით, ვორკშოფის მიზანია მონაწილეებმა მიიღონ საერთაშორისო გარემოში მუშაობის გამოცდილება.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ინოვაციური, მულტიმედიური ტექნოლოგიით შექმნან ე.წ. მოგზაურის რუკები, რომლებიც კონკრეტული ურბანული სივრცის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ისტორიული ფენების, ყოფა-ცხოვრების და ტრადიციების შესწავლისთვის გამოიყენება.
პროექტი მიმდინარეობს სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის ვიზუალური კომუნიკაციისა და მედიახელოვნების ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ნანა იაშვილისა და ფლორენციის უნივერსიტეტის, არქიტექტურის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, პაოლა პუმას ხელმძღვანელობით. პროექტში იტალიელი, ბელგიელი და ქართველი სტუდენტები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები