შვეიცარიის საელჩო “რუსთაველში” ფილმის – “გაურკვევლობა” ჩვენებას გამართავს

შვეიცარიის საელჩო 9 მარტს, 22: 00 საათზე კინოთეატრ “რუსთაველში” შვეიცარიული ფილმის – “გაურკვევლობა” ჩვენებას გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ფილმის ჩვენებას შვეიცარიის საელჩო “ფრანკოფონიის თვის” ფარგლებში აწყობს.
მოგეხსენებათ, ფრანკოფონიის თვეს ყოველი წლის მარტში მთელი მსოფლიო აღნიშნავს. ამ დროს წევრი ქვეყნები სხვადასხვა მუსიკალურ და ლიტერატურულ ღონისძიებებს ატარებენ, აჩვენებენ ფილმებს, აწყობენ დებატებს და საუბრებს ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
“შვეიცარია, რომელიც არის ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და რომლის ერთ-ერთი სახელმწიფო ენაა ფრანგული, თავის წვლილს შეიტანს ამ ღონისძიებებში და აჩვენებს შვეიცარიულ ფილმს “გაურკვევლობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ფილმს, ის ერთ-ერთ პატიმარზეა, რომელსაც შვეიცარიაში ახალი ცხოვრების დაწყებას შესთავაზებენ, თუმცა მოვლენები საკმაოდ დაუგეგმავად განვითარდება.
“ფილმი მოგვითხრობს გუანტანამოს ციხის ერთ-ერთი პატიმრის შესახებ, რომელსაც შვეიცარია ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებს. პატიმარს სთავაზობენ და ეხმარებიან, დაიწყოს შვეიცარიაში ახალი ცხოვრება და სწორედ ამ პროცესში ჟენევის უშიშროების დეპარტამენტის უფროსი აღმოაჩენს, რომ ღრმად არის ჩაფლული უზარმაზარ მორევში, სადაც არაფერი არ ხდება ისე, როგორც დაგეგმილია”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები