როვნაგ აბდულაევი: “სოკარი” საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას განაგრძობს

“სოკარი” განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას და კომპანია მრავალ ინვესტიციას ჩადებს საქართველოში”, – ამის შესახებ “სოკარის” პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“სასიამოვნოა, რომ ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო განახლდა და გვაქვს მომავლის ხედვები. გაფორმებული ხელშეკრულება უზრუნველყოფს სტაბილურად საქართველოს გაზმომარაგებას”, – განაცხადა აბდულაევმა.
როვნაგ აბდულაევმა მადლობა გადაუხადა “სოკარის” თანამშრომლებს, რომლებმაც, მისი თქმით, მაღალი ხარისხის კონტრაქტი მოამზადეს.
ამასთან, “სოკარის” პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს.
“მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ენერგეტიკის მინისტრს, რომლებმაც ამ საქმეში დაგვიჭირეს მხარი და ამ ხელშეკრულების შედგენაში დიდი წვლილი მიუძღვით. “სოკარი” განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას და კომპანია მრავალ ინვესტიციას ჩადებს საქართველოში”, – განაცხადა აბდულაევმა.
ცნობისთვის, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. შესაბამის ხელშეკრულებებს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარს” შორის ხელი დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები