ფოთის თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს

დღეს, 19:00 საათზე ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს. წარმოდგენილი იქნება რეჟისორ გაბრიელ გოშაძის სპექტაკლი, რომელიც ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დაიდგა.
“თეატრი” – ასე ეწოდება სპექტაკლს. შეგროვილი თანხა გადაირიცხება ფოთის თეატრის დაზარალებული თანამშრომლის ვასილ ჭითანავას ანგარიშზე. ფოთის თეატრის სცენის მემანქანეს ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება. თეატრი საოპერაციო თანხის შესაგროვებლად მორიგ საქველმოქმედო სპექტაკლს 16 მარტსაც გამართავს. ამჯერად მაყურებელი „ხანუმას“ იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები