გამოფენა-გაყიდვა „კატმოფენა“ გაიმართება

6 მარტს, 12:00 საათზე, აღმაშენებელის ქუჩაზე მდებარე „კათარზისში“ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
„ხელნაკეთი ნივთების დამფასებლებსა და კატების (და არა მარტო) მოყვარულთ ვეპატიჟებით მეორე ყოველწლიურ კატმოფენაზე! მარტის კატა გაზაფხულის, სიყვარულის და მხიარულების სიმბოლოა. ჩვენს გამოფენაზე თქვენ შეძლებთ, ნახოთ და შეიძინოთ არა მარტო არაჩვეულებრივი ხელნაკეთი კატები, თქვენ ასევე გელოდებათ ხელნაკეთი სუვენირები, სათამაშოები, ყოფითი საგნები და ინტერიერის მოსართავები, პატარა სიურპრიზები, საუკეთესო ხელნაკეთი კატის გამოსავლენი კონკურსი და მხიარული ატმოსფერო“ .
შემოსული თანხის ნაწილი გადაეცემა ცენტრ „კათარზისის“ მოხუცებულთა და გაჭირვებულ ადამიანთა უფასო სასადილოს საჭიროებებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები