მარჯანიშვილის თეატრში კრებულ “რაინისპირა ამბების” წარდგინება გაიმართება

7 მარტს მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში ბელა ჩეკურიშვილის მოთხრობების კრებულის, “რაინისპირა ამბების” პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი დოკუმენტური ჟანრისაა და იგი გერმანიაში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტის თვალით დანახულ გერმანიასა და გერმანელებზე გვიყვება.
როგორც წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ, “რაინისპირა ამბები” ეს არის ერთი ქალის, ერთი მწერლის, ერთი ადამიანის „ცხოვრება-ბროწეული“ – გარედან ატლასით დაფარული, „რათა ვერავინ მიხვდეს მის შიგნით მყოფ ათასს“, სანამ ის თვითონ არ „გადასკდება“ და მარცვლებად არ დაიფანტება. კრებული 27 ნოველას – 27 ნამდვილ ამბავს აერთიანებს, რომელსაც თან ახლავს ფოტოსურათები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები