სპექტაკლ „ღამე და თუთიყუშის“ პრემიერა გაიმართება

მოზარდმაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე 9 მარტს, 20:00 საათზე რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლ „ღამე და თუთიყუშის“ პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლში თამაშობდა მსახიობი კოტე თოლორდავაც, რომელმაც მონაწილეობა ტრაგიკულად დაღუპვის გამო ვერ მოასწრო.
თამაზ ბაძაღუას უკანასკნელი პიესა პირველად 2001 წელს ერთი მსახიობის თეატრში რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა მსახიობ დუტა სხირტლაძესთან ერთად დადგა.
დიმიტრი ხვთისიაშვილის დღევანდელ ვერსიაში მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნიკა ფაიქრიძე სრულიად ახალ ამპლუაში გვევლინება. „დაკარგული თაობის“ პერსონაჟი მოგვითხრობს, თუ როგორ და რატომ დაკარგა ადამიანური ღირსება, როგორ უღალატეს სხვებმა, თავადაც როგორ უღალატა საკუთარ თავს და იქამდე დაეცა, რომ ყოველ დღე უნდა მოკლას „ვირთხებად“ ქცეული მტერი, რითაც არა მხოლოდ მოღალატე ცოლზე იძიებს შურს, არამედ საკუთარი „ღირსების აღდგენასაც“ ცდილობს.
]სპექტაკლში გამოყენებულია მხატვარ მარინა ნაცვლიშვილის ესკიზები, ნუგზარ შიუკაშვილისა და ნიკა ფაიქრიძის ლექსები, სპექტაკლი კი მუსიკალურად ალექსანდრა ლორთქიფანიძემ გააფორმა. სპექტაკლის ნახვას მაყურებელი 10 , 13, 17, 20 და 27 მარტსაც შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები