სამხატვრო აკადემიის სტუდენტების იტალიაში ვიზიტის შედეგები
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ფლორენციაში, საერთაშორისო უორქშოპზე სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების 12- კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. 24 მარტს ამ ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ კლდიაშვილი და მოწვეული სტუმრები. აკადემიის სტუდენტები მონაწილეობდნენ საერთაშორისო საგამოფენო პროექტში -„მსოფლიო ხელოვნების სკოლები – კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე ხელოვნება“. პროექტის ფარგლებში ქართველი სტუდენტების ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების ნახატებთან ერთად გამოიფინა. სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა ასევე საქართველოს და ქართული მხატვრული ტრადიციების შესახებ პრეზენტაცია მოამზადეს.