გიორგი ჩოგოვაძე: მოხარულები ვართ, რომ ტურისტებისა და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა საქართველოში დინამიკურად იზრდება

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ტურისტებისა და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა საქართველოში დინამიკურად იზრდება, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა გაიზრდება და ზაფხულის სეზონი წარმატებით ჩაივლის.
“ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ტურისტებისა და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა საქართველოში დინამიკურად იზრდება. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მოვახერხეთ დადებითი და პოზიტიური ტენდენციის ჩამოყალიბება საერთაშორისო ვიზიტების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა გაიზრდება და ზაფხულის სეზონი წარმატებით ჩაივლის”, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები