ავღანეთში ნატოს სამხედრო კონტინგენტს მთავარსარდალი გამოუცვალეს

ავღანეთში ნატოს და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ახალი მთავარსარდალი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ამერიკელი გენერალი ჯონ ნიკოლსონი დაინიშნა. თანამდებობაზე ნიკოლსონის დანიშვნასთან დაკავშირებით ქაბულში საზეიმო ცერემონია გაიმართა.
სააგენტო DPA-ის ცნობით, ნიკოლსონს ავღანეთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი წინამორბედი, ჯომ კემპბელი ამ თანამდებობას წელიწადნახევრის განმავლობაში იკავებდა. 2015 წლის ბოლოს მან განაცხადა, რომ აშშ-მ შესაძლოა, ავღანეთში სამხედრო კონტინგენტი გაზარდოს. ორი თვით ადრე კი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ 2016 წლის ბოლოს ავღანეთში 9800 სამხედრო მოსამსახურე დარჩება, ხოლო 2017 წლისთვის მათი რაოდენობა 5 500 იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები