კოსმოსური სადგურის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ექსპედიციის მონაწილეები დაბრუნდნენ

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ექსპედიციის მონაწილეები დედამიწაზე დაბრუნდნენ. „ბი-ბი-სის“ ცნობით, 11-თვიანი ექსპედიციის მონაწილეები რუსული კოსმოსური ხომალდის „სოიუზ ტმა-18მ“-ით ყაზახეთის სტეპში დაეშვნენ. რუსმა კოსმონავტმა მიხეილ კორნიენკომ და ამერიკელმა სკოტ კელიმ სადგურზე 340 დღე-ღამე გაატარეს.
ცნობისთვის: კოსმონავტიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფრენა ვალერი პოლიაკოვს ეკუთვნის, რომელმაც 90-იან წლებში კოსმოსურ სადგურ „მირზე“ 437 დღე-ღამე გაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები