სააკაშვილი უკრაინელი ჩინოვნიკების კოდექსის შესრულებაზე უარს აცხადებს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი ჩინოვნიკების ქცევის კოდექსის შესრულებას არ აპირებს.
ამის შესახებ სააკაშვილმა „112 უკრაინას“ ეთერში განაცხადა.
ოდესის გუბერნატორის თქმით, „მსგავსმა ინიციატივებმა ორი წლის წინ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია“.
უკრაინის მთავრობამ სახელმწიფო მოხელეებისთვის ქცევის კოდექსის სტანდარტები გამოაქვეყნა. ამ წესების მიხედვით, სახელმწიფო მოხელეებმა ხელისუფლების საჯარო კრიტიკისგან და პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო ქონების გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავონ. ახალი რეგულაციების მიხედვით, სახელმწიფო მოხელეებმა თავის საქმინაობაში სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის მსახურის, ღირსეული ქცევის, ლოიალურობის, პოლიტიკური ნეიტრალურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე კეთილსინდისიერების პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები