კოლორადოში ბარნი სანდერსმა, ხოლო არკანზასში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ბარნი სანდერსმა კოლორადოს შტატის შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მანამდე სანდერსმა არჩევნები დიდი უპირატესობით ვერმონტის, ოკლაჰომისა და მინესოტის შტატში მოიგო.
რაც შეეხება მის მთავარ კონკურენტს, ჰილარი კლინტონს, მან ტეხასში, არკანზასში, ალაბამაში, ტენესსა და ვირჯინიაში გაიმარჯვა.
„რესბუბლიკურ პარტიაში“ ყველაზე დიდი მხარდაჭერა დონალდ ტრამპმა მიიღო. მან არკანზასში გაიმარჯვა. ტრამპმა ასევე ამომრჩევლის მხარდაჭერა ვირჯინიაში, ტენესში, ჯორჯიაში, ალაბამასა და მასაჩუსეტსში მოიპოვა. რაც შეეხება „რესპუბლიკელების“ მეორე კანდიდატს, ტედ კრუზს, ის შიდაპარტიულ არჩევნებში ტეხასსა და ოკლაჰომაში ლიდერობს. „რესპუბლიკელების“ მესამე კანდიდატი მარკო რუბიო კი მინესოტის შტატში იმარჯვებს. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ კენჭისყრას კიდევ „სუპერსამშაბათს“ უწოდებენ. ამ დღეს არჩევნები აშშ-ის 11 შტატში და შეერთებული შტატების ზღვის იქითა ტეროტირიაზე – ამერიკულ სამოაში ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები