ბავშვის მკვლელმა ძიძამ სამართალდამცველებს ჩვენება მისცა (ვიდეო)

LifeNews-მა 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული გიულჩეხრა ბობოკულოვას დაკითხვის ვიდეო გაავრცელა. ბობოკულოვას საუბრიდან ცნობილი ხდება, რომ ის პირველ ქმართან ერთად 12 წელი ცხოვრობდა და ცოტა ხნის წინ მას გაეყარა. ამის შემდეგ ბობოკულოვას ნათესავებმა მას სამი ბავშვი წაართვეს.
შეგახსენებთ, რომ სასტიკი მკვლელობა მოსკოვში 29 თებერვალს მოხდა. 38 წლის გიულჩეხრა ბობოკულოვამ ჯერ ბავშვი მოკლა, ვისი ძიძაც იყო, ხოლო შემდეგ ბინას ცეცხლი მოუკიდა.
ამის შემდეგ კი ქალმა ბავშვს თავი მოაჭრა და მეტროსადგურ „ოკტიაბრსკოე პოლესთან“ წავიდა, სადაც ბავშვის თავით ხელში აფეთქებით იმუქრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები