„13… თიბათვისა“ – თოჯინების თეატრის სპექტაკლი უფროსებისთვის

„13… თიბათვისა” – ასე ჰქვია თოჯინების თეატრის ახალ სპექტაკლს, რომელიც 13+ ასაკის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი. პრემიერა 13 მარტს, 20:00 სთ-ზე კულტურის ცენტრ “მუზაში” გაიმართება.
სიზმრისა და ცხადის, ხელშესახებისა და ილუზიის, ამბოხისა და კონფორმიზმის, სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე მდგომი პერსონაჟები ცდილობენ, მაყურებელიც თავისკენ გადაქაჩონ და სიურეალიზმის საბურველში გაახვიონ, გაუთლელი პირდაპირობით დაახვიონ თავბრუ და მათი დახმარებით აამოქმედონ დროის მანქანის ძრავა – ეს შესაძლებელს გახდის კოლექტიურ მოგზაურობას თბილისის წარსულში – შეცდომებით დაბინძურებული ქალაქის ქუჩებში.
13 ივნისის მოვლენები, ამ მოვლენებით დაზარალებული ადამიანები დროის სვლასთან ერთად კარგავენ აქტუალურობას და ადგილს „მოკლე მეხსიერების ნაგავსაყრელზე“ იკავებენ.
რას გრძნობ, როცა წყალი გფარავს, როცა მას შენი სურვილების საწინააღმდეგო მიმართულებით მიჰყავხარ? რა იგრძნეს ცხოველებმა, როცა წყალმა სახლები დაატოვებინა და რა იგრძნეს ბავშვებმა, რომლებსაც საყვარელი ცხოველები აღარ დაუხვდათ იქ, სადაც მათი ტრადიციული შეხვედრის ადგილი იყო. სპექტაკლის ძირითადი სიუჟეტური ხაზის პარალელურად, „თეატრის მაღალი სცენიდან“ ფემინიზმზე, პატრიარქატზე, მშრომელთა უფლებებსა და ურბანულ პრობლემებზე გველაპარაკებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები