რუსული მედია ოთხი წლის ბავშვის მკვლელ ქალზე დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს

მოსკოვში ოთხი წლის ბავშვის მკვლელის ოჯახის ისტორიაზე „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ სტატიას აქვეყნებს. მასში წერია, რომ საზარელმა მკლელობამ მთელი რუსეთი შოკში ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ გიულჩეხრა ბობოკულოვამ ოთხი წლის გოგონას, რომლის ძიძა იყო, თავი მოაჭრა, შემდეგ ბავშვის თავი მეტროს სადგურთან მიიტანა და გამვლელებს აფეთქების მოწყობით ემუქრებოდა. ზოგიერთი დეტალი გამოცემას ოჯახის ახლობლებმა უამბეს. მათი თქმით, „ოჯახისთვის ეს საშინელი უბედურებაა. ნასტია ავად იყო და მას საზღვარგარეთ სამკურნალოდ ფულს უგროვებდნენ“.
ვლადიმერ და ეკატერინა მიშერიაკოვები მოსკოვში სამუშაოდ რამდენიმე წლის წინ ჩავიდნენ. მათ ძიძად გიულჩეხრა ბობოკულოვა აიყვანეს. ძიძა ბავშვთან ერთად პრაქტიკულად დაბადებიდან იყო. ის ოჯახში ცხოვრობდა და ფაქტობრივად მისი წევრი იყო. ერთი თვის წინ ბობოკულოვა უზბეკეთში ჩავიდა პასპორტის გამოსაცვლელად. აი სწორედ იქ უნდა ვეძებოთ დანაშაულის მოტივი. თუმცა ბავშვის მშობლებს მისი დაბრუნების შემდეგ არანაირი ცვლილება არ შეუმჩნევიათ და ძიძა სრულიად ადეკვატურად იქცეოდა“, – ამბობენ ნათესავები.
ისინი აცხადებენ, რომ ბობოკულოვას ბავშვის დედა ბოლომდე ენდობოდა და მას უბრალოდ „გულიას“ ეძახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები