იტალო კალვინოს ნაწარმოების – „უხილავი ქალაქების” პრეზენტაცია გაიმართება

2 მარტს, 19:00 საათზე, გამომცემლობა „დიოგენე“ მწერალთა სახლში, იტალო კალვინოს ნაწარმოების „უხილავი ქალაქების” პრეზენტაციას გამართავს.
იტალო კალვინოს (1923-1985) ”უხილავი ქალაქები” ცნობილი პოსტმოდერნისტული ნაწარმოებია, რომელშიც გადმოცემულია მარკო პოლოს წარმოსახვითი საუბრები ყუბილაი ყაენთან. სახელგანთქმული მოგზაური უამრავ ზღაპრულ მხარეს აღუწერს ყაენს და ქმნის ფანტასტიკურ სურათებს უცნაური ქალაქებისა, სადაც ქუჩები კალითაა მოკირწყლული, შენობებს ვერცხლის გუმბათები ამშვენებს, სასახლეებს კი ზღვის ნიჟარებით ინკრუსტირებული ხვეული კიბეები აქვთ, სადაც გარეგნობითა თუ ქცევით უცნაური ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა თვისებებით ჩვეულებრივი ადამიანებისაგან არ განსხვავდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები