რეზო ამაშუკელი: ვაღიარებ, ცოდვის ხურჯინი მკიდია ზურგზე

პოეტი რეზო ამაშუკელი, რომელსაც დაბადებიდან 80 წელი უსრულდება, უარს აცხადებს იუბილე გრანდიოზულად აღნიშნოს. როგორც რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, იგი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო იუბილეს არ აღნიშნავს.
„რა იუბილე, რის იუბილე! ასეთ სიტუაციაში რომელ იუბილეზეა ლაპარაკი! ისიც კარგად ვიცი, სახელმწიფო და ხელისუფლება ზედ არ შემომხედავს! თუ კარგად ვიქენი, შეიძლება პატარა პოეზიის საღამო გავაკეთო და ჩემს ძმაკაცებთან ორი ჭიქა ღვინო დავლიო, ჩემი იუბილეც ეს იქნება. პირდაპირ ვამბობ – მე ვხედავ ჩემს დასასრულს და ეს არ არის ბებრული სენტიმენტალობა, ეს არის ის, რასაც ვხედავ და ვგრძნობ.
ვისაც უნდა, ვისაც ძალიან მაღლა-მაღლა მოაქვს თავი, ვთავაზობ – თვითონ აარჩიონ თავიანთი ათი ლექსი, ჩემი წიგნი აიღონ და იქიდანაც თვითონ აარჩიონ ლექსები, ერთმანეთის გვერდით დადონ და მერე ვილაპარაკოთ! ვისაც შნო აქვს, მეომოს! უკვე თავდაღმართში ვარ და როცა უფალი დამიძახებს, წავალ. ეს მალე მოხდება. იმას ვერავინ დამაბრალებს, რომ რამეზე უკან დავიხიე, ან რამის შემეშინდა! არავის ეგონოს, რომ მიმაჩნდეს, თითქოს ყველაფერში მართალი ვარ და შეცდომა არ დამიშვია. ვაღიარებ, ცოდვის ხურჯინი მკიდია ზურგზე, მაგრამ ჩემი სამშობლოს წინაშე ყოველთვის მართალი ვიყავი!“ – აცხადებს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები