არჩევნებზე წაუსვლელობა დასჯადი გახდება?!

“უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მოითხოვს, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მას სანქციები დაეკისროს.
“უფლებადამცველთა გაერთიანების“ საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. თუ ამ კომიტეტმა წინადადება მოიწონა, მაშინ სხვა კომიტეტებშიც განიხილავენ და ჩნდება სერიოზული შანსი, რომ ეს ინიციატივა კანონად იქცეს. ამ შემთხვევაში მას, ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, სერიოზული სანქციები დაეკისრება.
“საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიო ბევრ ქვეყანაში, არჩევნებში არმონაწილეობა კანონით უნდა გახდეს და ეს კონსტიტუციაში ჩაიწეროს, ეს პრაქტიკა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება. ყოველი არჩევნების შემდეგ, არჩევნებში მონაწილე პარტიებისგან გვესმის ხოლმე, რომ საარჩევნო ბიულეტენებს იყენებენ მავანნი, რაღაც სომხური თუ სხვა სახის კარუსელებია, სხვა გზითაც ხდება ბიულეტენებით მანიპულირება და ამ ყველაფერს ბოლო მოეღოს, ამის ერთადერთი საშუალებაა, ამომრჩეველი ვალდებული იყოს, წავიდეს არჩევნებზე, კი, ბატონო, ნურავის მისცემს ხმას, თუ უნდა, საერთოდ გააფუჭოს თავისი ბიულეტენი, მაგრამ თავის მოქალაქეობრივ ვალს მაინც მოიხდის და სხვას მისი გამოყენების საშუალებას მოუსპობს“, – აცხადებს მჟავანაძე.

წყარო: “ალია“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები