ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები – მამფორიას პირველი ცოლი 7 თვის ფეხმძიმე გარდაეცვალა

ფონიჭალაში მოკლული ნონა რომანაძის მეუღლის, ოთარ მამფორიას პირველი ცოლი 7 თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.
22 თებერვალს მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალებს გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. როგორც გამოცემას გარდაცვლილის მეზობლებმა უამბეს, ბინა, სადაც მკვლელობა მოხდა, ოთარ მამფორიას პირველ ცოლს ეკუთვნოდა, რომელიც 6 წლის წინ, ეპილეფსიით მოულოდნელად გარდაიცვალა. ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეზობლები ასევე ყვებიან, რომ გარდაცვლილ ნონა რომანაძეს, გარდა იმისა, რომ ყელი ჰქონდა გამოჭრილი, მთელი სხეული დანით ჰქონდა დასერილი და სახეზე ჩალურჯებები აღენიშნებოდა.
„ამბობენ, პირი აუკრა და ისე მოკლაო. იყვირებდა, ალბათ, მაგრამ პირი აუკრეს. ბავშვი მთლიანად დაიწვა. პრაქტიკულად ჩონჩხი გამოიტანეს. მკვლელი მამფორიების ოჯახს საკმაოდ კარგად იცნობდა, ისიც ზედმიწევნით ზუსტად იცოდა, როდის გადიოდა სახლიდან ოთარ მამფორია. გამოძიებამ ბინაში ორ ადამიანზე განკუთვნილი ყავის ჭიქები იპოვა. საგულისხმოა ისიც, რომ რომანაძის ცხედარი საძინებლის სამოსით, ე.წ. პიჟამოებით აღმოაჩინეს. რაც ასევე მიუთიეთბს, რომ მკვლელთან მას საკმაოდ შინაურული დამოკიდებულება ჰქონდა. ასეთი ახლო ურთიერთობა გარდაცვლილს ბევრთან არ ჰქონია. ჩაკეტილი გოგო იყო, მეზობლებთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია, ეკლესიაში თუ შევხვდებოდით. წინა დღეს აზიარა ბავშვი. შოკში ვართ. უკვე გვეშინია კარის გაღების და გარეთ გასვლის“, – ყვებიან მეზობლები.
მეზობლების ინფორმაციითვე, ოთარ მამფორიას პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი დარჩა. პირველი მეუღლის გარდაცვალებიდან ერთ წელში კი ნონა რომანაძეზე იქორწინა და პირველი ცოლის ბინაში მიიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები