რატომ არ უნდა იჩქაროს აფხაზეთმა რუსეთში შესვლა?
რამდენიმე მიზეზი, რომლის გამოც აფხაზეთი არ ჩქარობს რუსეთთან შეერთებას
ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ყირიმის რუსეთთან შეერთება ბადებს კითხვას, შესაძლოა თუ არა იგივე სცენარით განვითარდეს მოვლენები აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნეპრისპირეთში? ექსპერტები ამ შემთხვევაში განიხილავენ გეოპოლიტიკურ მიზანდასახულობასთან დაკავშირებულ კითხვებს და ავიწყდებათ, რომ კულტურული კუთხით რადიკალურად განსხვავებული ქვეყნებია.
იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ ამ ორი ქვეყნის სხვადასხვაობაში, საკმარისია მხოლოდ საზღვრის გადაკვეთა. დინამიკური ენერგეტიკიდან უეცრად ვხვდებით სამყაროში, სადაც ცარიელი გზები, პასტორალური პეიზაჟები და სამუდამო სიესტა სუფევს. ვიზუალურადაც კი ამ ორ ქვეყანაში განსხვავებული ცხოვრებაა. მაგრამ შესამჩნევი სხვაობა მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, „წყლის“ ქვეშ კი ფუნდამენტალური ზღვარია ორ სოციალურ-კულტურულ ქვეყანას შორის. თუკი აფხაზეთი ოდესმე ინტეგრირდება რუსეთში, ეს დიდი დარტყმა იქნება აფხაზეთის მოსახლეობისთვის.
მანამდე კი გავარკვიოთ, სურს თუ არა ამ ქვეყნის მოსახლეობას რუსეთთან შეერთება? ამასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში საინტერესო ფაქტი მოხდა, აფხაზეთის ჟურნალისტმა ანაიდ გოგორიანმა უცხოური გამომცემლობისთვის ჩაატარა გამოკითხვა, როგორ მომავალს ხედავენ რესპოდენტები ქვეყანაში? რვა გამოკითხულისგან ხუთს სურდა რუსეთთან შეერთება, რასაც სკანდალი მოჰყვა – ჟურნალისტს წაუყენეს პროვოკაციული ბრალი არაკორექტული კითხვისათვის და ზოგმა ამაში შეთქმულების ელემენტებიც აღმოაჩინა.
ეს სიტუაცია საზოგადოებრივი აზრის რეალურ სურათს ააშკარავებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი არ გამორიცხავს რუსეთთან შეერთებას, თუმცა ამას სხვა მხარეც აქვს, რომლის მიხედვით აფხაზებს მხოლოდ ერთი იდეოლოგია აქვთ -„ქვეყნის დამოუკიდებლობა“.
ოცნებები რუსეთზე
რუსეთ-აფხაზეთის ომის შემდეგ, რამდენიმე ხანში, 1995 წელს, სოხუმში სახალხო კრება გაიმართა, რომლის მონაწილეებმა მიმართეს რუსეთს თხოვნით, რათა აფხაზეთი შესულიყო რუსეთის შემადგენლობაში, მაშინ ეს მოქმედება ერთადერთი გამოსავალი იყო მათთვის.
მიუხედავად იმისა, რომ არცთუ ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, ეს აზრი აღარ არის პოპულარული, მეტიც, ამას პოლიტიკურ შცდომას უწოდებენ და საზოგადოება ამბობს, რომ „ქვეყნის დასაცავად დაიღვარა სისხლი“, რაც გამორიცხავს არა რუსეთში, არამედ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში ინტეგრირებას.
განვლილმა წლებმა აფხაზებს შუცვალა აზროვნება „დამოუკიდებლობაზე“. თუ ადრე საუბრობდნენ საქართველოსგან დამოუკიდებლობაზე, დღეს ყურადღებას ამახვილებენ ყველა ქვეყნისგან დამოუკიდებლობაზე. დასმული კითხვა ქვეყნის შინაგან ლეგიტიმაციაზე მოსახლეობისთვის ცუდად გამოკვლეული თემაა.
ჩვენს ხელთ მხოლოდ ჩეხეთის სააგენტოს „MEDIUM ORIENT“-ის სოციალური გამოკვლევებია. ანალიტიკურმა სააგენტომ ორჯერ, 2011-2013 წლებში, გამოიკვლია აფხაზების აზრი დამოუკიდებლობაზე და გაარკვია, რომ ორ წელიწადში რესპონდენტების რიცხვი ქვეყნის დამოუკიდებლად განვითარებაზე 73%-დან 58.9%-მდე შემცირდა.
ოცნება რუსულ ფულზე
სამხრეთ ოსეთი არ არის აფხაზეთი, თუმცა რუსეთში ინტეგრირების არანაკლები მომხრე ჰყავს. ასეთ ხალხს მატერიალური ინტერესი ამოძრავებს და ისეთივე ცხოვრება სურს, როგორიც რუსეთის დიდ ქალაქებშია, რადგან პატარა ქალაქებზე წარმოდგენაც არ აქვთ.
თუკი საერთოდ დავივიწყებთ კიდეც აღნიშნული საკითხის ემოციურ მხარეს, აფხაზებს სხვა რამდენიმე ძალიან სერიოზული მიზეზი გააჩნიათ, რის გამოც რუსეთის შემადგენლობაში არასოდეს არ უნდა შევიდნენ.
ორი სხვაობა აფხაზეთსა და რუსეთს შორის
ეს ორი ქვეყანა რადიკალურად განსხვავდება. აფხაზეთის მსგავსი ქვეყანა მთელს დედამიწაზე არ არსებობს. ის მცირერიცხოვანი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობას მჭიდრო კავშირი აქვს ერთმანეთთან, შავი ზღვისპირეთში აღმოჩენილ „წარსულის სანაპიროს“ ჰგავს. საზოგადოების სტრუქტურა, ადამიანების ხასიათი და სოციალური კულტურა რაღაცით ჰგავს შუასაუკუნოვან, ევროპულ, დემოკრატიულ ქალაქებს, მაგრამ ევროპულ ქვეყნებში მოსახლეობის რიცხვმა იმატა, აქ კი არა და აფხაზეთი ისევ არაინდუსტრიული კულტურის ქვეყნად რჩება.
ერთი სიტყვით, აფხაზეთის საზოგადოების თითოეული წევრი არა უბრალოდ მოქალაქეა, არამედ ვიღაცის ნაცნობი, მეგობარი, ნათესავი. რუსეთი საპირისპირო ტრადიციების ქვეყანაა, უზარმაზარი მასიური სახელმწიფო კულტურით. აქედან გამომდინარე, გამოუვალია ტრადიციული ნგრევის კრიზისი, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს აფხაზეთის მოსახლეობას.
კონფლიქტი ნაკვეთზე
აფხაზეთი, როგორც აღვნიშნეთ, ყველასგან განსხვავებული ქვეყანაა. ამაში მიწებთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი მაგალითი დაგარწმუნებთ. აფხაზეთში „ჩვენი მიწა“ პირდაპირი მნიშვნელობით ესმით, ნებისმიერ ადგილას აფხაზებს აქვთ მამა-პაპური ნაკვეთი. არის ნაკვეთები, რომელზეც სამეურნეო სამუშაოების ჩატარება მოსახლეობის დაუკითხავად არ შეიძლება. ეს მოქმედება არ არის ფორმირებული იურიდიული კუთხით, კანონიერად ეს ნაკვეთები ეკუთვნის სახელმწიფოს, მაგრამ აფხაზეთში მოსახლეობის დაუკითხავად შეუძლებელია გამოიყენო ეს ტერიტორიები ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. სხვა ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი ფორმა ნონსენსია, რომელიც ხელს უშლის ტერიტორიების ეფექტურ დაფუძნებას. აფხაზეთის რუსეთთან შეერთება, ინვესტიციური ბუმი იქნება, რომელიც გაუთავებელ კონფლიქტში გადაიზრდება.
არასტაბილური ინტეგრაცია
აფხაზეთი და რუსეთი ტექნოლოგიის ხარისხით, სახელმწიფოს მართვის სისტემით განსხვავდება. აფხაზეთი ზედმეტად განუვითარებელი ქვეყანაა, ეს ფაქტი ქმნის ინტერესთა და ძალების ბალანსს. აფხაზეთში ბიზნესგარემოზე ადმინისტრაციული შესაძლებლობა შეზღუდულია საზოგადოებისთვის. საერთოდ აფხაზეთის რუსეთში ინტეგრირება არასტაბილურია, რადგან დღეს აფხაზეთი საიმედოდ არის დაცული საფრთხისგან.
რუსული აფხაზეთი
არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ აფხაზეთის ომი ეთნიკურ მხარეზე დაყრდნობით მოხდა. სრული ინტეგრირება რუსეთთან გამოიწვევს როგორც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ასევე დემოგრაფიულ ცვლილებებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება აბსურდი, რადგან რუსეთში, აფხაზეთთან შედარებით საზოგადოებას მეტი იდეები, მეტი ინვესტიცია აქვს. თუ გაინტერესებთ, როგორი იქნება აფხაზეთი ათ წელიწადში, ამისათვის საკმარისია შეხედოთ დღევანდელ სოჭს.
30 ათასის სანაცვლოდ
აფხაზეთში დიდი მოთხოვნაა ცვლილებებზე და ხალხს ლოდინი არ სურს. თუკი ჩეხეთის სოციალურ გამოკვლევას დავუჯერებთ, მაშინ მოსახლეობის 40%-ს სურს, შეუერთდეს რუსეთს იმ იმედით, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ წავა. შესაძლოა, თუმცა არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მოსახლეობას 15-ის სანაცვლოდ 30 ათასი რუბლის აღება ძვირი დაუჯდება. ეს გამოიწვევს ქვეყნის სოციალურ-კულტურული ფენომენის ლიკვიდაციას.
ანტონ კრივენიუკი
წყარო: kavpolit.com
თარგმნა გრეტა სარქისოვმა