ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი აშშ-ში 15-მდე საინვესტიციო კომპანიას შეხვდნენ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, აშშ-ში სხვადასხვა საინვესტიციო და აქტივების მმართველ კომპანიებთან შეხვედრები გამართა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნიუ იორკსა და ბოსტონში ბაზირებულ 15-მდე საინვესტიციო კომპანიასთან შეხვედრები 2026 წელს საქართველოს მიერ ევრობონდის რეფინანსირებისთვის მზადების სამუშაოს ფარგლებში JP Morgan-ის, Societe General-ის, CITI-ისა და ICBC-ის ორგანიზებით შედგა.
შეხვედრებზე დეტალურად განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და სამომავლო პროგნოზები, საერთაშორისო ბაზრები, საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და 2026 წელს ევრობონდების რეფინანსირებასთან დაკავშირებული გეგმები.
ეროვნული ბანკის მხრიდან დელეგაციაში ასევე იმყოფება სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე, ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.