ილია სულამანიძე ტოკიოს „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

იაპონიაში ტოკიოს „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩემპიონობა ილია სულამანიძემ (-100) იზეიმა. ფინალში მან იაპონელ დოტა არაი დაამარცხა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინალამდე ილია სულამანიძემ სამხრეთკორეელ ჯუიუპ ჰანს, რუს ნიაზ ბილალოვს სძლია, ნახევარფინალში კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი რუსი მატვეი კანიკოვსკი დაამარცხა.

“ტოკიოს „გრანდ სლემზე“ საქართველოს ანგარიშზე ამ ეტაპზე ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია. ტურნირი მესამე ადგილზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა(90 კგ) დაასრულეს.

ქართველი ძიუდოისტები ტოკიოს „გრანდ სლემზე“ საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები